ჩვენი დროის ერთ-ერთი ცნობილი გრაფიკული დიზაინერი სტეფან საგმაისტერი თბილისის დიზაინის ფესტივალზე არის მიწვეული. Tbilisi Design Festival არის ახალი პროექტი Ad Black Sea გუნდისგან, რომელიც 2015 წლიდან ყოველწლიურად კრებს ბათუმში სარეკლამო ინდუსტრიის ექსპერტებსა და სპეციალისტებს. ღონისძიების პირველი ეტაპი 1 მაისს არის დაგეგმილი TEC-ის პავილიონში, სადაც სტეფან საგმაისტერი წაიკითხავს ლექციასა და უპასუხებს მონაწილეთა კითხვებს.
ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ Tbilisi Design Festival-ზე იქნება სხვადასხვა ურთიერთმოქმედების ფორმატები, მათ შორის, საუბრები, პანელური დისკუსიები, სემინარები, მასტერკლასები და მრავალი სხვა ყველა მონაწილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ფესტივალის დეტალური პროგრამა გამოცხადდება ღონისძიების თარიღის მოახლოვებასთან ერთად, ხოლო განახლებებს შეგიძლიათ, თვალყური ადევნოთ Ad Black Sea-ს ოფიციალურ საიტზე.
კომენტარის დატოვება