1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოს რკინიგზამ გაუშვა დამატებითი რეისები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, იუწყება კომპანიის პრესსამსახური. თბილისიდან ბათუმში დამატებითი მატარებელი გადის 06:30-ზე და ჩამოდის 11:42-ზე, ხოლო ბათუმიდან თბილისში მატარებელი გადის 14:30-ზე და ჩამოდის 19:42-ზე.
ბილეთები ხელმისაწვდომია სწრაფი გადახდის აპარატებში, რკინიგზის სადგურების სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით და ასევე საიტზე www.ticket.railway.ge
კომენტარის დატოვება