თბილისის მერიამ ახალი წლიდან ბუნებრივ აირზე მომუშავე 18-მეტრიანი 160 ახალი ავტობუსის ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ განაცხადა. მალე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად შეხვდება კომპანია MAN-ის ხელმძღვანელობას და პირადად დაათვალიერებს MAN-ის საგამოფენო დარბაზს, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსებია წარმოდგენილი.
ამ დროისთვის დედაქალაქის გზებზე 860 ავტობუსი მოძრაობს, აქედან 234 10-მეტრიანი და 12-მეტრიანია. 2024 წლის ბოლოსთვის თბილისში ახალი ავტობუსების რაოდენობა 400 ერთეულს მიაღწევს, რაც ქალაქის მთლიანი ავტოპარკის, დაახლოებით, 40%-ს შეადგენს.
კომენტარის დატოვება