შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თაღლითობის საქმეზე მუშაობას იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მოგზაურობას გეგმავდნენ. “თაღლითობის” მუხლით საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა მამაკაცს, რომელმაც ტურისტული სააგენტოს საფარქვეშ 61,2 ათასი ლარი მოიპარა და მიითვისა. მას 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმეში ამჟამად 28 დაზარალებულია, რომლებსაც ბრალდებული ტურისტული ფირმის მეშვეობით მოგზაურობის მოწყობა დაჰპირდა. სამართალდამცავები უშვებენ, რომ საქმეში შეიძლება, ახალი ფაქტები გაჩნდეს და დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს.
კომენტარის დატოვება