თბილისის მერია ამზადებს ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს ჯარიმების ზრდას კულტურული მემკვიდრეობის ზონებში უკანონო ნაგებობებისა და მიშენებებისთვის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ამჟამად არსებული სანქციები არ აჩერებს დამრღვევებს. ბევრი სამშენებლო კომპანია არღვევს წესებს და შემდეგ უბრალოდ ჯარიმას იხდის.
თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ზონები ისტორიული მნიშვნელობისა და აშენების თარიღის მიხედვით ოთხ კლასადაა დაყოფილი. ახალი ცვლილებები ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის პირველი და მეორე კლასის დაცვის ზონაში კერძო სექტორში უკანონო მშენებლობისთვის ან მიშენებისთვის ჯარიმის გაზრდას 8 ათასიდან 24 ათას ლარამდე, ხოლო იგივე ქმედებისთვის მესამე და მეოთხე კლასის ზონებში – 20 ათასიდან 100 ათას ლარამდე. პირველი კლასის ზონაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაზე უნებართვო მიშენებისთვის ჯარიმა 8 ათასიდან 24 ათას ლარამდე გაიზრდება, ხოლო სხვა ზონებში – 25-დან 125 ათასამდე.
კომენტარის დატოვება