სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” მონაცემების თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 48 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ ადგილზე აღმოჩნდა ვაჭრობისა და ავტომობილების შეკეთების სექტორი 18 მილიარდ ლარზე მეტი ბრუნვით. მეორე ადგილს დამაჯერებლად იკავებს ხელოვნება, გართობა და დასვენება თითქმის 15 მილიარდი ლარის ბრუნვით.
მონაცემების თანახმად, ბიზნეს სექტორის ბრუნვის 63,8% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15,2% – საშუალო ბიზნესზე, 21% კი – მცირე ბიზნესზე. 2023 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 737,7 ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2022 წლის აპრილ-ივნისის პერიოდთან შედარებით 6,1-ით მეტია. ასევე აღინიშნება ცვლილება საშუალო თვიურ ხელფასშიც, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 1 914,7 ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 289 ლარით მეტია.
კომენტარის დატოვება