სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ განაცხადა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგიული ოპერაციების ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვის გარეშე ჩატარების შესახებ. ყურ-ცხვირისა და ყელის დაავადებათა ეროვნულ ცენტრ “ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკასთან” მიმართ სააგენტომ მიიღო შესაბამისი ადმინისტრაციული რეაგირების ზომები.
სააგენტოს თანამშრომლების ცნობით, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში “ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში” ოთხ პაციენტს უკანონოდ ჩაუტარდა გეგმიური ოპერაციები. შემოწმების შედეგებით კლინიკას დაენიშნა სასჯელი 20 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის სახით.
კომენტარის დატოვება