საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელიდან, რომელმაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, საქართველოში 3 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა. მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეები, ისრაელის მოქალაქეები და ორმაგი მოქალაქეობის მფლობელები, რომლებმაც ისარგებლეს რეისებით თელ-ავივი – ბათუმი, თელ-ავივი – ქუთაისი და თელ-ავივი – თბილისი.
ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში საქართველოს 120 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. ისრაელში საქართველოს საელჩო ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში საელჩო მზადაა, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები საჭირო ნივთებითა და თავშესაფრით.
კომენტარის დატოვება