ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.05%

ბრაკონიერებს არ სძინავთ

7 ნოემბერი, 2023

აგვისტოში ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორ თვის განმავლობაში საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 448 დარღვევა დააფიქსირეს. აქედან არის ნადირობისას აკრძალული იარაღის, მეთოდებისა თუ საშუალებების გამოყენების 345 შემთხვევა და დადგენილი საფასურის გარეშე მიმომფრენ ფრინველებზე ნადირობის 91 შემთხვევა. ასევე 5 ადამიანი ნადირობდა ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კიდევ 6 – ფრინველების აკრძალულ სახეობებზე. სულ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩამორთმეულია ნადირობისთვის აკრძალული 338 მოწყობილობა.

დარღვევების რაოდენობით ლიდერობს იმერეთის რეგიონი, სადაც 124 შემთხვევა გამოვლინდა. შემდეგ მოდის მცხეთა-მთიანეთი (83), სამეგრელო-ზემო სვანეთი (82), გურია (39), შიდა ქართლი (36), კახეთი (35), აჭარა (17), ქვემო ქართლი (12), სამცხე-ჯავახეთი (11), თბილისი (7), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (2).

ნადირობის სეზონის დასრულებამდე (2024 წლის 1 მარტი) დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.