ქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე, დედაქალაქის “ახალი ტიფლისის” ისტორიულ ნაწილში, დემონტირებული იქნა 50 თვითნებურად დაყენებული კონსტრუქცია. მანამდე დავით აღმაშენებლის გამზირის საფეხმავალო ნაწილში იყო 40-მდე ღია კაფე, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებდნენ. შექმნილი ვითარება აფერხებდა სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობას.
მერის თქმით, 14 კაფეს აქვს გაფორმებული მოქმედი იჯარის ხელშეკრულება, დანარჩენმა 7 ობიექტმა კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების ნებართვა მიიღო. აღნიშნულია, რომ ყველა მოქმედი ობიექტი მიიღებს ნებართვას მუნიციპალიტეტისგან, თუ დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს – ღია ცის ქვეშ მდებარე კვების ობიექტის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ისტორიული თბილისის იერსახეს.
კომენტარის დატოვება