ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

თბილისის მერმასტუდენტებს მიმართა

11 სექტემბერი, 2023

6 სექტემბერს დაიწყო სტუდენტთა განაცხადების მიღება, რომლებსაც შემოდგომის სემესტრში სურთ სწავლის დაფინანსების მიღება. შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება თბილისის მერმა კახა კალაძემ სტუდენტებს 30 ნოემბრის ჩათვლით სთხოვა. ამ შესაძლებლობით შეუძლიათ, ისარგებლონ მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა და ასევე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებმა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა.

დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია წინა სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულზე. სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ 50, 70 ან 100%-იანი დაფინანსება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 125 ლარს სემესტრის განმავლობაში. 2022 წელს თბილისის მერიის ფინანსური დახმარება 4 555 სტუდენტმა მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.