ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

თბილისს ექნება ახალი გერბი და დროშა

2 მარტი, 2024

თბილისის მერიამ დაიწყო ღია კონკურსი დედაქალაქის ახალი გერბისა და დროშის შესარჩევად, რომელიც 30 აპრილამდე გაგრძელდება. ქალაქის მერმა კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერბი და დროშა უნდა შეესაბამებოდესსაქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებკანონის მოთხოვნებს. ახალ სიმბოლოებს შეაფასებს ისტორიკოსთა, ჰერალდიკოსთა, ხელოვანთა და სხვა სპეციალისტთა კომისია.

სიმბოლოების საუკეთესო ვარიანტისთვის გათვალისწინებულია 10 ათასი ლარის ოდენობის პრიზი. სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსებულია თბილისის მერიის ოფიციალურ საიტზე: www.tbilisi.gov.ge.

აღნიშნულია, რომ მონაწილეებს ასევე შეუძლიათ, გამოიყენონ სიმბოლოები ემირ ბურჯანაძის მიერ შექმნილი გერბის ძველი გამოსახულებიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.