ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.97–0.01%

თბილისში ახალი ხიდი გაჩნდება

2 თებერვალი, 2024

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს საგზაო ხიდის პროექტირება, რომელიც თბილისში სადგურის მოედანს ც. დადიანის ქუჩასთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში მოხდება სადგურის მოედანის რეკონსტრუქცია და გაიხსნება საგზაო კვანძი, სადაც პრიორიტეტი საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭება. ასევე, ტრანსპორტისთვის მგზავრობის დროის შემცირების მიზნით, მოეწყობა “ჭკვიანი” სატრანსპორტო სისტემა.

ქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა აღმაშენებლის ხეივნის გადატვირთულობის გამო დიდი დიღომიდან წასვლის პრობლემა, რაც პრობლემას უქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. მისივე თქმით, ამ საკითხს მერია წერეთლის გამზირის აღდგენისა და ორმხრივი მოძრაობის აღდგენის სამუშაოების დასრულების შემდეგ შეუდგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.