თბილისში, გლდანის რაიონში, მალე დიდი პარკი აშენდება. იგი აღჭურვილი იქნება ბავშვებისთვის გასართობი ზონებით, დასვენების ადგილებით, სპორტული ობიექტებით, მათ შორის, კალათბურთის მოედნით, ველოსიპედის ბილიკებითა და ფიტნეს ზონით. ტერიტორიაზე დაირგება, დაახლოებით, 80 სხვადასხვა ხე, 200 ბუჩქი და ბალახის ფენილი, ასევე დაყენდება განათება და სარწყავი სისტემა.
პარკი გადაიშლება 9 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე, გლდანის მესამე მიკრორაიონის N85, N87, N88 და N4 სახლების მიმდებარედ. მის მშენებლობაზე გლდანის რაიონული ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან 1,2 მილიონ ლარს გამოყოფენ.
კომენტარის დატოვება