ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

თბილისში ახალი სკულპტურების დაყენება დაიწყო

23 თებერვალი, 2024

დედაქალაქის ხელისუფლების ახალი პროექტის ფარგლებში თბილისის საზოგადოებრივი ხელოვნების ფონდის კონკურსში გამარჯვებული გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება “დროის ნაწნავები” ქალაქის ცენტრში, ზაარბრიუკენის მოედანზე დაყენდა. კონკურსის პირობების მიხედვით, სკულპტურა აქ წელიწადნახევრის განმავლობაში იქნება. ავტორის ჩანაფიქრით, ეს ნამუშევარი აერთიანებს საქართველოში ელინისტური კულტურისა და ქრისტიანობის თემებს.

დედაქალაქში ახალი ქანდაკების გამოჩენამ სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსიები გამოიწვია. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერმა კახა კალაძემაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მას მოსწონს ქანდაკება და მოხარული იყო, რომ ამ საკითხვა დიდი რეზონანსი გამოიწვია. მერმა ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ საქართველოში ხელოვნებათმცოდნეების ასეთი დიდი რაოდენობაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.