16 დეკემბრამდე შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში გაიმართება სცენოგრაფისა და დიზაინერის თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების გამოფენა. მხატვარი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სან-პაულუს თეატრში, ხოლო XX საუკუნის შუა წლებში ქმნიდა ესკიზებს ფრანგული მოდის სახლის Dior-ისთვის. გამოფენაზე შეგიძლიათ, იხილოთ თეატრალური და წიგნის ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები.
2022 წელს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოღვაწეობის წყალობით, თამარ დე ლეტა-ვაჩნაძის ნამუშევრები და პირადი არქივი მისი შთამომავლების მიერ საქართველოს ხელოვნების სასახლისთვის იქნა გადაცემული. ესაა 30-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, 300 გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის ფერწერა, თეატრალური ფერწერა, ტანსაცმლის დიზაინი და ა.შ.) და 200 საარქივო ფოტოსურათი.
კომენტარის დატოვება