ისტორიული მანქანების ასოციაციის ინიციატივითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით ამ შაბათ-კვირას დედაქალაქში უნიკალური და იშვიათი ავტომობილების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 150-მდე ავტომობილის მფლობელმა 30 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებით.
ფესტივალი 2021 წლიდან ტარდება და საქართველოსთვის კეთილი ტრადიციაა. ის ჩაატარეს არა მარტო თბილისში, არამედ თელავსა და რუსთავშიც. წელს გამოფენილი ყველაზე ძველი მანქანა 1935 წლის ჯიპი იყო.
კომენტარის დატოვება