უეფა 2023/24 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შედეგებს აჯამებს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 22 დრიბლინგით საუკეთესოთა სამეულში შევიდა. ასევე ტურნირზე, ბოლოს ნათამაშებ მატჩში, ფეხბურთელი საგოლე გადაცემით გამოირჩა, რამაც მატჩის შედეგი გადაწყვიტა.
მატჩში “ნაპოლისა” და “იუნიონს” შორის კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული. მისი გუნდი ამჟამად C ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა. წინ მხოლოდ მადრიდის “რეალია”, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, იტალიელების სასარგებლოდ შეიცვალოს.
ვუსურვებთ ხვიჩას ახალ წარმატებებს მოედანზე!
კომენტარის დატოვება