ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

თბილისში ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზრდება

1 აგვისტო, 2023

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს აკუსტიკური ხმაურის სტანდარტების დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდას. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით; შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით.

მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია არა ბიზნესისთვის ზიანის მიყენება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.