ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.93+0.01%

თბილისში კვლავ დაიწყო სარემონტო სამუშაოები

12 ივნისი, 2023

დედაქალაქში დაიწყო საბურთალოს რაიონის უნივერსიტეტის ქუჩის რემონტი. პირველ ეტაპზე შეიცვლება და განახლდება წყალსადენი, კანალიზაცია, სადრენაჟო სისტემა და გაზმომარაგება, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ გადაინაცვლებს. 1 600-მეტრიან მონაკვეთზე ასევე დაიგება ახალი ასფალტის ფენილი.

სამუშაოების დროს ქუჩაზე გაჩნდება ახალი შუქ-დიოდური განათებები და მწვანე ნარგავები, ხოლო ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ქუჩაზე დროებით შეიზღუდება პირადი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე შესაძლებელია, პერიოდულად შეიზღუდოს უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის მოძრაობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.