თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა დედაქალაქის სპორტულ ცენტრებში მომუშავე მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამის დაწყების შესახებ. დაახლოებით, 200 მწვრთნელი გაივლის სასწავლო კურსს, რომლის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გაკვეთილებს, რომლების დროსაც ქართველი მწვრთნელები გაეცნობიან სპორტის სხვადასხვა სახეობის თანამედროვე ტენდენციებს. გადამზადებას საერთაშორისო დონის სპეციალისტები გაუძღვებიან.
კომენტარის დატოვება