იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, შეიმუშაოს პატიმართა რეაბილიტაციის ახალი პროგრამა, რომელიც მათ შინაური ცხოველების ყოლის საშუალებას მისცემს. შესაბამის პეტიციას “თათებით თერაპია” 2040-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ის განიხილა ხალხის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.
უსახლკარო ცხოველების მოვლა პენიტენციურ დაწესებულებებში უკვე ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ეს მეთოდი ეხმარება პატიმრებს სტრესთან ბრძოლაში და სოციალიზაციის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
კომენტარის დატოვება