გამოცხადდნენ ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები. “ოქროს დინოზავრი“ ოპერატორის მუშაობისთვის მიენიჭა ჰარშვეერ ობერაის კინოლენტას “ღამის ბურგერი”. საუკეთესო ფილმად დასახელდა რამაზან კილიჩის “გაუგონარი რამ“.
კინოფორუმის მესამე ჯილდო, რომელიც რეჟისურისთვის გაიცემა, ერგო გიორგი თავართქილაძეს ფილმ “ამაღლებას”. მიხეილ კობახიძის სახელობის კინოკრიტიკოსების პრემია “თეთრი ქოლგა” გადაეცა ტან ცე დინს ფილმისთვის “დარჩით ხაზზე”, ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი, მეორე მცირე ჯილდო, რიმანტას ოიჩენკოს ფილმ “მოგზაურობას” გადაეცა.
ეს იყო უკვე მესამე კინოფესტივალი, რომელიც ქუთაისში შედგა.
კომენტარის დატოვება