ყოველწლიურად, 27 სექტემბერს, აღინიშნება ტურიზმის საერთაშორისო დღე. ეს დღესასწაული მიზნად ისახავს საერთაშორისო ყურადღების მიქცევას მოგზაურობების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე.
დღეს ტურიზმის სფერო არის საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ეროვნული სამზარეულოს მთავარი დამფასებლები რუსები არიან.
2023 წლის იანვარ-ივნისში ჩვენს ქვეყანას 2,2 მლნ ტურისტი ესტუმრა, ამასთანავე, 577,6 ათასი რფ-დან ჩამოვიდა. საერთო ჯამში, მოგზაურებმა საქართველოში $1,3 მლრდ დახარჯეს. რუსი ტურისტების წილმა $482,1 ათასი შეადგინა. ამრიგად, თითოეულმა სტუმარმა რფ-დან ჩვენს ქვეყანაში საშუალოდ $834 დატოვა მაშინ, როდესაც მოგზაურებმა სხვა ქვეყნებიდან – $371.
მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანა დაინტერესებულია ორ სახელმწიფოს შორის ტურისტული ნაკადის აქტიური განვითარებით. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში ქვეყანა დაკარგავს, დაახლოებით, მილიარდ დოლარს, როცა ჩვენი ეკონომიკა არის 30 მილიარდი დოლარი“.
ეკონომიკის ტურისტული სექტორის განვითარება დადებითად აისახება ქვეყანაში უმუშევრობის დონეზეც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში ეს მაჩვენებელი 16,7%-ს შეადგენს – 1,4%-ით ნაკლებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
კომენტარის დატოვება