ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ვიდეომეთვალყურეობის კამერები მეტი გახდა

13 იანვარი, 2024

ახალი წესების მიხედვით, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტების, სასტუმროების, მოტელებისა და კვების ობიექტების ყველა მფლობელი, რომელთა წლიური ბრუნვა 500 ათასს აჭარბებს, გასული წლის ბოლომდე ყველა შენობაში ავტომატური ვიდეომეთვალყურეობის კამერები უნდა დაეყენებინათ. ამასთანავე, თითოეულმა ობიექტმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოჩანაწერების ადგილზე ნახვის შესაძლებლობა.

ყოველ შენობაში უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ ორი კამერა მთავარ და ინდივიდუალურ შესასვლელებსა და გარე პერიმეტრზე, ასევე თითო კამერა ყოველ ავარიულ გასასვლელზე.

კამერების არსებობას შეამოწმებს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი „112″, ხოლო ჩანაწერებზე წვდომა აქვთ ცენტრსაც და პოლიციასაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.