ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.97–0.01%

ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

22 ნოემბერი, 2023

ჩეხეთში გამართულ რაგბის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მტკიცე გამარჯვება მოიპოვა და ზედიზედ მეხუთედ გახდა გამარჯვებული. ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს შეხვდა. შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენი სპორტსმენები 14:0 ლიდერობდნენ, თამაში კი ანგარიშით 19:3 დასრულდა.

კონტინენტის პირველობაში სულ რვა ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: საქართველოს, ნიდერლანდების, ბელგიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, რუმინეთისა და შვეიცარიის.

ვულოცავთ ჩვენს გამარჯვებულებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.