ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.12%

რისთვის იბრძვიან ქართველი ეკოაქტივისტები?

22 ნოემბერი, 2023

ჯერ კიდევ 18 ნოემბერს დედაქალაქში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, დაიწყო ეკოაქტივისტების პროტესტები. აქციის მონაწილეები ითხოვენ რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სანადირო მეურნეობის შექმნის ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც 2022 წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლით მიენიჭა. უწყება პასუხობ, რომ ლიცენზია უკვე აუქმებენ.

აღნიშნულია, რომ მეწარმეს გადაეცა 5 მილიონი ლარის ინვესტიციით 104 712 ჰა-ს ფართობზე სანადირო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია. უწყება გადაწყვეტილებას რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებითა და სამუშაო ადგილების ორგანიზებით ხსნის.

აქციის მონაწილეების ტრანსპარანტებზე წერია: “რაჭა არ იყიდება”, “ვის კითხეთ? ტყე ხალხს ეკუთვნის”. ხალხი მინისტრთან შეხვედრასა და წელიწადნახევრის წინ გაცემული ლიცენზიის აუცილებელ გაუქმებას ითხოვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.