ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

დასახელებულია ლიტერატურული პრემია “საბას” მთავარი ლაურეატები

25 სექტემბერი, 2023

ამ დღეებში თბილისში დასახელდა ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებულები. 2023 წლის საუკეთესო რომანებად გახდა ზაზა ბურჭულაძის “ვარდის სურნელი” და ივა პეზუაშვილის “მასკარაფონე”. საბას” დანარჩენი ცხრა ნომინაციის ლიდერებ შეგიძლიათ, გაეცნოთ საიტზე.

საბას მკითხველი: გოდე გორგილაძის “რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე”;

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: გოგა ქობალიას “ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად”;

წლის საუკეთესო პიესა: ვალერი ოთხოზორიას “წმინდა ნაწილები”;

წლის საუკეთესო კრიტიკა: ნანა აბულაძის “ორივე სქესი”;

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: თეიმურაზ დოიაშვილისა და ნათია სიხარულიძის “გალაკტიონი უცენზუროდ”;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ლუკა ბაქანიძის “რომელი ხარ სარდაფსა შინა”;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ნინო ელიავას “სხვა სახელი მოუხდებოდა”, დათო ქარდავას “მეორადი ჰომეროსი”;

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი: დოდო ყვავილაშვილი “ფიქციები”, გიორგი ხულორდავას “ბაჰარესთანი”; საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში: ელზა გურგენიძის “ზაოდი”, ლევან ბერძენიშვილის “ერთი კაცისა და ქვეყნის ისტორია”.

გარდა ამისა, ნატა ლომოურმა მიიღო სპეციალური პრიზი “თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის”, ხოლო თარჯიმანს ელზა ახვლედიანს გადაეცა პრიზი ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.