USD | 2.72 | 0.00% |
EUR | 2.98 | 0.00% |
ამბობენ, ქართული სამზარეულო, შეიძლება ქართულ სიმღერას შევადაროთ: ის ისეთივე გულითადი, მრავალხმიანი და კაშკაშაა. მთელ მსოფლიოში ცხოვრობს ჩვენი ტრადიციული კერძების მილიონობით თაყვანისმცემელი. საქართველოში ჩამოსული მრავალი ტურისტი მას სწორედ სამზარეულოს მეშვეობით იცნობს.
სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლები ეცნობიან ჩვენს ტრადიციებს, ისტორიასა და, რა თქმა უნდა, სამზარეულოს მრავალრიცხოვან ქართულ რესტორნებში, რომლებიც მთელ მსოფლიოში იხსნება. მაგრამ ხინკლის, ხაჭაპურისა და სხვა ეროვნული კერძების ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლები რუსეთში ცხოვრობენ.
რფ-ში მუშაობს, დაახლოებით, 3 ათასი დაწესებულება ქართული სამზარეულოთი. რატომ არის ისინი ასე პოპულარული? რესტორატორი თორნიკე ცერცვაძის თქმით, სიყვარული ქართული სამზარეულოს მიმართ რუსეთში დაკავშირებულია იმასთან, რომ ხალხს საბჭოთა დროიდან ახსოვს ჩვენი ხალხისა და კულტურის სტუმართმოყვარეობა. „მე მგონია, რომ ეს ცოდნა ზეპირსიტყვიერად გადაიცემა და ახლა აბსოლუტურად ყველას, ვინც არც კი იცნობს ქართულ სამზარეულოს, აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მას ელოდება დაუვიწყარი შეგრძნებები და გემოთა მრავალფეროვნება“, – ამბობს ექსპერტი.
დღეს ცერცვაძეების ოჯახის სარესტორნო ჰოლდინგი შედის 50-ზე მეტი პროექტი. ყველა დაწესებულებაში მუშაობენ ქართველი შეფ-მზარეულები, ხოლო იმისთვის, რომ კერძებმა შეინარჩუნოს ტრადიციული გემო, პოდუქტები მათთვის ჩვენი ქვეყნიდან ჩამოაქვთ.
ბევრი ქართველი რესტორატორი, რომელიც დაწესებულებებს რუსეთში ხსნის, ცდილობს, გააცნოს მის მაცხოვრებლებს ჩვენი ტრადიციები და ამისთვის თავის დაწესებულებებში ქართული სუფრის ატმოსფეროს ქმნის.
ორი რესტორნის მფლობელი ლილია არუთიუნოვა-მეძმარიაშვილი პირველ დაწესებულებას მხოლოდ „თავისიანებისთვის“ ხსნიდა, მაგრამ სახლში მომზადებული ქართული სამზარეულოს მოყვარული იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ გაფართოვება გახდა საჭირო. არუთიუნოვა-მეძმარიაშვილის რესტორნებშიც მზარეულად მხოლოდ ქართველები მუშაობენ. ლილია თვლის, რომ შეუძლებელია გემრიელი ეროვნული სამზარეულოს მომზადება მისი შიგნიდან შეგრძნების გარეშე.
საკუთარი რესტორნის გახსნისას ცნობილი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ცდილობდა, გადმოეცა ქართული სტუმართმოყვარეობის ატმოსფერო. მან გააზიარა, რომ კონცეფციას საფუძვლად დაედო თბილისის ოჯახური შეკრებების მოგონებები.
ქართველი რესტორატორების საიდუმლო მარტივია: გემრიელი სამზარეულო და სტუმართმოყვარეობისა და სიმყუდროვის ატმოსფერო, რომლითაც გამსჭვალულია ყველა ჩვენი ტრადიცია.
კომენტარის დატოვება