ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

წმინდა მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღე

27 იანვარი, 2024

27 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს საქართველოს განმანათლებლის – წმინდა მოციქულთასწორი ნინოს – ხსენების დღეს. ნინოობის დღესასწაულს განსაკუთრებული გაქანებით აღნიშნავენ: ამ დღეს ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა ტარდება.

საქართველოს დედაქალაქში არის წმინდანის პატივსაცემად აშენებული ხუთი ეკლესია, ხოლო ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში ინახება ვაზისგან დამზადებული ჯვარი, რომელსაც მისი თმები აქვს შემოხვეული.

ამ დღეს წმინდანს იხსენებენ არა მარტო საქართველოში. მოციქულთასწორი ნინოს პატივს სცემენ რუსეთშიც, სადაც მის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა – ფაშისტური ბლოკადისგან ლენინგრადის სრული განთავისუფლების დღე, რომელიც 900 დღეს გაგრძელდა. წელს აღინიშნება ამ მოვლენის 80 წლისთავი.

დიდი სამამულო ომის დროს მიტროპოლიტი ზინობი (ერისკაცობაში ზაქარია მაჟუგა) ლოცულობდა ბლოკადის მოხსნისთვის: „იმ დღეებში, ერთხელ დილით, სიზმრად ვნახე, რომ წმიდა მოციქულთასწორი ნინო დაჩოქილიყო ღვთის წინაშე და ევედრებოდა უფალს, დახმარებოდა ალყაში მოქცეული ქალაქის ტანჯულ ხალხს მოწინააღმდეგის დაძლევაში. და ამავდროულად მისი თვალებიდან ლოყებზე ჩამოდიოდა დიდი, ყურძნის მარცვლისხელა, თიტქოს ბროლის ცრემლები. მე ეს ისე განვმარტე, რომ ღვთისმშობელმა წმინდა ნინოს მორჩილება მისცა, ყოფილიყო შუამავალი ამ ალყაში მოქცეული ქალაქისა“. ფაშისტური ბლოკადის დროს წმინდა ნინო ლენინგრადის მფარველი გახდა. სწორედ წმინდანის ხსენების დღეს, 27 იანვარს, ნევის ქალაქმა საბოლოოდ მოიშორა გარემოცვა.

რუსეთში მოციქულთასწორ ნინოს მიუძღვნეს 16 არსებული ტაძარი, ერთი კი ახლა კისლოვოდსკში შენდება. მისი მშენებლობისთვის ქალაქის ხელისუფლებამ 5 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი გამოყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.