24-25 თებერვალს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში საერთაშორისო ჯაზის ფესტივალი Winter Jazz Gudauri გაიმართება. ამის შესახებ იუწყება საქართველოს მთის ტრასების სააგენტო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 11 შემსრულებელი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ქართველი არტისტი Soulidan (თამაზ ცხაკაია), რომელიც გახსნის ფესტივალის პროგრამას.
მოწვეულ შემსრულებლებს შორის იქნებიან ისეთი ლეგენდები, როგორებიცაა კენი ბობიენი, ჯოშ მილანი, კაიდი ტეტემი, Dj Spen, გრეგ გოტიე და აფშინი. ფესტივლის პირველი დღის დასასრული გახდება ამერიკელი მუსიკოსის სკოტ კინსისა და მისი ჯგუფის გამოსვლა, პროექტის “ჩვენ ვამბობთ Luniwaz”-ის ფარგლებში. მეორე დღის ბოლოს სცენაზე ჰაუს არტისტები გამოვლენ.
კომენტარის დატოვება