ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გახდება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმარი, რომელიც 22 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ინგებორგა დაპკუნაიტესთან ერთად მალკოვიჩი ითამაშებს ფრანგი დრამატურგის ბერნარ–მარი კოლტესის სპექტაკლში “ბამბის ველების მარტოობაში“. ფესტივალში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ცნობილი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი და პოლონელი რეჟისორი ლუკაშ ტვარკოვსკი.
ფესტივალის ახალ სეზონში თავის ნამუშევრებს წარადგენენ თეატრალური კოლექტივები საქართველოდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, გერმანიასა და უკრაინიდან.
ფესტივალი შედგება სამი ნაწილისგან. 22-დან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ქართული სპექტაკლების პროგრამა, 30 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით – საერთაშორისო პროგრამა, მასტერკლასები, ტრენინგები და დისკუსიები თეატრის მოღვაწეებთან.
კომენტარის დატოვება