ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.730.00%
EUR3.00+0.01%

პეტრიაშვილს ვერცხლი აქვს

24 სექტემბერი, 2023

სერბეთის ქალაქ ბელგრადში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის წარმომადგენელმა გენო პეტრიაშვილმა 125 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ასევე უზრუნველყო 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე საქართველოს წარმომადგენელი გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში გამარჯვება თავისი დიდი ხნის მეტოქეს ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუთმო – 0:11.

შოთა ფარტენაძემ, რომელიც პირველად მონაწილეობდა მსგავს შეჯიბრებებში და 61 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.