იაპონიაში ფიზიკის IPHO 2023 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის თბილისის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს ოთხი მედალი და ერთი საპატიო სიგელი. ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ირაკლი უგულავა და დაჩი ჭოტაშვილი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა თვალავაძემ და ანდრია მანჯავიძემ, საპატიო სიგელით კი დაჯილდოვდა ბიძინა გაგნიძე. სულ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 400-მდე მოსწავლემ 84 ქვეყნიდან.
კომაროვის სკოლის მოსწავლეები არაერთი საერთაშორისო ოლიპმიადებისა და კონკურსის გამარჯვებულები არიან, თვით სკოლა კი საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს სკოლად ითვლება. მოსწავლეები ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინის გაღრმავებულ სწავლებაზე არიან ორიენტირებული. კომაროვში მიღება მე-7-ე კლასიდან გამოცდების საშუალებით ხდება.
კომენტარის დატოვება