სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისთვის და ამით მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით გათვალისწინებულია ან ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100-დან 140 საათამდე ვადით, ან გამოსასწორებელი შრომა 1 წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 5 წლამდე ვადით.
სხვისი ქონების დაწვა, რომელიც ჩადენილი არაერთგზით ან პირთა ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე ვადით 3-დან 5 წლამდე ვადის მაგივრად, როგორც ეს ადრე იყო.
ახალი ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში.
კომენტარის დატოვება