Numbeo კვლევითი სერვისის მიხედვით, თბილისი აღმოჩნდა 247-ე ადგილზე ქალაქების რეიტინგში ცხოვრების ღირებულების მიხედვით. წინა წელს საქართველოს დედაქალაქი 356-ე ადგილზე იყო. ბათუმმა 276-ე ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში, 2024 წლის სიაში მოყვანილია 362 ქალაქის მონაცემები, 2023 წელს მასში 540 ქალაქი იყო. ლიდერი ცხოვრების ღირებულებით გახდა ბერმუდის კუნძულების დედაქალაქი – ჰამილტონი.
რეიტინგის მონაცემებით, თბილისში ცხოვრების ღირებულება, დაახლოებით, იგივეა, რაც სან-პაოლოში (ბრაზილია), ფუკეტში (ტაილანდი), ბუგასში (ბულგარეთი), პოდგორიცაში (მონტენეგრო). ქირავნობის ფასებით თბილისი 195-ე ადგილზეა, ბათუმი კი – 244-ე ადგილზე, საკვები პროდუქტების ღირებულებით ბათუმი 261-ე ადგილზეა, თბილისი კი – 256-ე ადგილზე.
კომენტარის დატოვება